ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღე  დავიწყეთ  მოდულის  შინაარსის  გაცნობით.   ტრენინგის  მიზანი  იყო: 
1. შეფასების  სხვადასხვა  მეთოდის  განხილვა;
2. შეფასების  განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დადგენა.
ტრენინის მესამე დღეს ვერ მოვასწარით მიმართულების მიმცემი საკვანო კითხვების შედგენა, ამიტომ მთელმა ჯგუფმა ჩვენი პროექტებისთვის შვადგინეთ კითხვები:
      ტრენერმა  ისაუბრა  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  შეფასებაზე,  (ჩამოვტვირთეთ  და  გადავიკითხეთ  სათანადო  ფაილი) ნათლად  განგვიმარტა,  რომ  შეფასების  ფორმები  უნდა  იყოს  მრავალფეროვანი,  მოსწავლეები  ჩართულები  უნდა  იყვნენ  შეფასების  პროცესში,  შეძლონ  უკუკავშირი.  შეფასება  უნდა  იყოს  ხშირი  და  მრავალმხრივი,  გასათვალისწინებელია,  რომ  სხვადასხვა  პოტეციალის  მოსწავლეები  თანაბარ  პირობებში  უნდა  მოვაქციოთ.  განმავითარებელი  შეფასება  .  უნდა  იყოს  ხშირი.  ეს  აკონტროლებს  და  ხელს  უწყობს  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებას.  განმსაზღვრელი   შეფასება  მასალის  გაგებისა  და  ამა  თუ  იმ  უნარ-ჩვევის  ათვისების  ხარისხის  შესამოწმებლად  გამოიყენება. 
                  განვიხილეთ  პროექტის  გეგმაში  ,,შეფასების  დროის  ჩარჩო".   ტრენინგზე  აღინიშნა,  რომ  შეფასების  გეგმა  უნდა  შემუშავდეს  პროექტის  აქტივობებისა  და  დავალებების  შექმნამდე,  ვინაიდან  საპროექტო  დავალებები  ინდივიდუალური  მიღწევების  დემონსტრირებისთვის  ფართო  შესაძლებლობების  სპექტრს  ქმნის.  
      
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის სიცოცხლისთვის აუცილებელი  ?
თემატური კითხვები
როგორია მცენარეს აგებულება?
შინაარსობრივი კითხვები
რა ფაქტორებია საჭირო მცენარეს განვითარებისთვის?
.

Комментарии

  1. ლია, ზოგადი კითხვა გამოიწვევს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობას და უამრავ საინტერესო პასუხს. თემატური კითხვა მიანიშნებს, რომ პროექტი მცენარეების შესახებ იქნება. ჩემი აზრით ჯობის თემატური კითხვა ცოტა ზოგადი კითხვით შევცვალოთ, რომელიც ვრცელ პასუხს მოითხოვს. ვფიქრობ შინაარსობრივ კითხვას უფრო მიეკუთვნება. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია