ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

      დღეს დავიწყე "ინტელის სასწავლო კურსი - პროექტებით სწავლება" ტრენინგის გავლა. გავეცანი ტრენინგის მონაწილეებს და გავაცანი საკუთარი თავი. გაცნობის შემდეგ შევავსეთ ცხრილი ,,რა ვიცი, რა მაინტერესებს..." ვისაუბრეთ, რა მოლოდინი გვაქვს აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ. გავეცანით კურსის მიზნებს და ვისაუბრეთ, რამდენად დაგვეხმარება  პროექტებით სწავლება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევისა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
     ვისაუბრეთ, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით.
     ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პროექტის ნიმუშებს და შევქმენით საქაღალდე სატრენინგო მასალებისთვის ყველა საჭირო დასათაურებით. შევქმენით ბლოგი მასალების გამოსაქვეყნებლად. 
   ვფიქრობ, ტრენინგი გამომადგება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია