ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

 ტრენინგის  მესამე  დღე  დავიწყეთ  წინა  მასალის  მოკლე  მიმოხილვით,  სადაც  ყველა  მონაწილე  აქტიურად  ვიყავით  ჩართულები,  თუ   რაიმე  კითხვები  არსებობდა  ყველაზე  მივიღეთ  ამომწურავი  პასუხები.  ამის  შემდეგ გავეცანით  მე-3  დღის  მოდულს. დასაწყისში მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტების  დაგეგმვის  და  განხორციელებისათვის  რისი  გათვალისწინებაა აუცილებელი: 

  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა
  • შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა
  • რეფლექსია სწავლაზე
  • სტანდარტების, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა სასწავლო პროექტებისთვის.

       აღვნიშნეთ, რომ  პროექტის  დაგეგმვის  I ეტაპია - მოსწავლეების  მიერ  მისაღწევი  სტანდარტის  დადგენა,  ხოლო  II ეტაპია- შერჩეული  სტანდარტებიდან  სასწავლო  მიზნების  შემუშავება.  ncp.ge საიტზე  ვნახეთ  2011-2016 წლის  ესგ,  ჩამოვტვირთეთ  პროექტისთვის  საგნობრივი  გეგმის  შინაარსი  და  სტანდარტი,  ასევე ვიუვერში  დავთავლიერეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  ნიმუშები,  ვისაუბრეთ  მის  შინაარსზე,  სტანდარტებზე  და  ინდიკატორებზე,  ჩვენი  პროექტისთვის  მოვიფიქრეთ  რა  იქნები  მიზნები  და  შედეგები,  ანუ  რას  უნდა  მიაღწიონ  მოსწავლეებმა  პროექტის  განხორციელებით.
     ტრენინგზე  შევიტყვეთ,  რომ  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ეტაპია  მოსწავლეთა  მიერ  შესასწავლი  საკვანძო  საკითხების  გამოვლენა,  შერჩეული  სტანდარტების  გაანალიზების  შემდეგ  ჩამოყალიბდება  სასწავლო  მიზნები.  ეს  მიზნები  სწორად  უნდა  აღწერდეს,  თუ  რა  გვსურს  რომ  მოსწავლეებმა  გაიგონ  და  გამოიყენონ,  მიზნები  უნდა  მოიაზრებოდეს  მოსწავლის  მიერ   საკითხის  არსის  წვდომას,  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  გამოყენებით,  თემაზე  მუშაობის  განმავლობაში  მიზნები  უნდა  იძლეოდეს  დაკვირვებისა  და  შეფასების  საშუალებას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია